ლატვიამ რუსეთის საზღვარზე 93-კილომეტრიანი ღობე ააშენა

Construction News

ლატვიამ რუსეთის საზღვარზე 93-კილომეტრიანი ღობე ააშენა. მავთულხლართებიანი ღობის ზოგიერთი მონაკვეთის სიმაღლე 2,7 მეტრს აღწევს. საზღვარი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და დეტექტორებით.

რუსეთის საზღვარზე ღობის მოდერნიზება და მშენებლობა 2015 წელს გადაწყდა. პროექტი 283,6 კმ სიგრძის მქონე საზღვარს სრულად მოიცავს. ღობის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 21,168 მილიონი ევროა.

ლატვიის სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, საზღვრის მოდერნიზებულ ნაწილზე დარღვევათა რაოდენობამ იკლო. საზღვრის რუსულ ნაწილზე იგეგმება დამატებით 100 კილომეტრის სიგრძის მქონე ღობის აშენება, თუმცა ლატვიის ხელისუფლებას ამისთვის საჭირო 5,6 მილიონი ევრო ჯერ გამოყოფილი არ აქვს.

გარდა რუსეთის საზღვრისა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ლატვიას 135-კილომეტრიანი ღობის აშენება ბელარუსთანაც უნდა. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2121 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები