ილონ მასკი ლას-ვეგასში პირველი მიწისქვეშა გზატკეცილის აშენებას გეგმავს

Construction News

“ლას-ვეგასის კონვენციისა და ვიზიტორთა ადმინისტრაციამ“ (LVCVA) ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწისქვეშა გზატკეცილის გაყვანის შესახებ ილონ მასკის კომპანია „The Boring Company“ -სთან დაიწყო მოლაპარაკება.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება დიზაინსა და სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შეთანხმების შემთხვევაში კონტრაქტს ხელი 2019 წლის ივნისში მოეწერება.

The Associated Press-თან ინტერვიუში ორგანიზაციის პრეზიდენტმა, სტივ ჰილმა აღნიშნა, რომ მიწისქვეშ გაყვანილი გზატკეცილით ყოველ ნახევარ საათში 4,400-დან 11,000-მდე ადამიანი ისარგებლებს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი, რომელიც საზოგადოებას მოემსახურება 90-დან 140-მდე იქნება.

პროექტის ბიუჯეტის მინიმალური ოდენობა 35 მლნ აშშ დოლარი იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ხარჯები შესაძლოა 55 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

The Boring Company-ს პრეზიდენტის, სტივ დეივისის ცნობით, პროექტში ჩართული ტექნიკის გამოცდა კალიფორნიის შტატში ამჟამადაც მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები