ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

Construction News

ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტი ახორციელებს.

დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება და სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის, წრიული მოძრაობის მოედანს უერთდება.

რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად დაგეგმილია მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის გაფართოება-რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რაბილიტაცია და ახლის მოწყობა; გათვალისწინებულია მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა-მოწყობა; ტროტუარების, ლითონის მოაჯირების,  ბეტონის კიუვეტებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, რაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2,943,775 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

ინფორმაციას “საავტომობილო გზების დეპარატმენტი” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები