ლაგოსში 36 ათასამდე შენობას ჩამოშლა ემუქრება

Construction News

ნიგერიის უდიდეს ლაგოსში 36,000-მდე შენობას ჩამოშლა ემუქრება. საფრთხის შესახებ ინფორმაცია ნიგერიის “შენობათა ჩამოშლის პრევენციის ცენტრმა” (BCPG) მონიტორინგის შემდეგ გაასაჯაროვა.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, საკითხზე ყურადღება მას შემდეგ გააქტიურეს, რაც 13 მარტს ქალაქში 3-სართულიანი სკოლის შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, სკოლა საცხოვრებელ შენობაში არაკანონიერად ფუნქციონირებდა და საზოგადოებისთვის ცნობილი იყო მისი ავარიული მდგომარეობა.

მთავრობის მიერ შენობების მკაცრი მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობას “შენობათა ჩამოშლის პრევენციის ცენტრის” ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. ცენტრის პრეზიდენტის თქმით, არქიტექტორები, ინჟინრები, მშენებლები და სხვა დასაქმებული პირები “ვირტუალური მაყურებლის” როლში არიან და სამშენებლო პროცესის მხოლოდ 20%-ში იღებენ მონაწილეობას, მაშინ, როცა მათი ჩართულობა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.

ამჟამად ლაგოსში 45,000 სამშენებლო მოედანია. მონიტორინგის მიხედვით, კი მათი 80% უსაფრხთოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. “შენობათა ჩამოშლის პრევენციის ცენტრის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქალაქის გენგეგმა გადასახედია და სამშენებლო პროცესი, რომლებიც ნიგერიის სამშენებლო კოდის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს.

მსგავსი სტატიები