კუს ტბასა და მთაწმინდას 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს

Construction News

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

ბილიკის სიგრძე დაახლოებით 6 კილომეტრი იქნება. გარდა საკემპინგე და დასასვენებელი ადგილებისა, ტერიტორიაზე მოეწყობა ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთანავე პროექტის ფრაგლებში 20 ჰექტრამდე ტყის ზონის აღდგენას გეგმავენ.  

მსგავსი სტატიები