კუნძულ ბალიზე ტრამპის კურორტის მშენებლობის მიზნით, ადგილობრივი სასტუმრო დაანგრიეს

Construction News

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიამ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, ტაძარ Tanah Lot-ის მიმდებარედ, 18 თვის წინ სასტუმრო “The Pan Pacific Nirwana” დაანგრია, რათა 108 ჰექტარ ფართობზე გოლფის კლუბი და 6-ვარსკვლავიანი კურორტი აეშენებინა.

ინფორმაციას dailymail.co.uk სასტუმროს ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. 800 ადამიანი, რომლებიც ამჟამადაც დაუსაქმებელია, აცხადებს, რომ სასტუმროს დემონტაჟის დროს, მათ შეჰპირდნენ, მომავალში “Trump International Hotel and Bali Tower”-ში დასაქმებას.

აღსანიშნავია, რომ 108 ჰექტარ ფართობზე მშენებლობა ჯერაც არ არის დაწყებული.

President Trump's business partner appeared to confirm the hotel was still a way off and the land would continue to look like this for some time
დგილი, სადაც სასტუმრო “The Pan Pacific Nirwana” მდებარეობდა

ტრამპის ბიზნეს პარტნიორის, ინდონეზიელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ჰარი თანოესოედიბჯოს (Hary Tanoesoedibjo) თქმით, პროექტის შემუშავება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ახალი სასტუმროს მშენებლობის გაჭიანურება ადგილობრივ ბიზნესებზეც უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან აწ უკვე დანგრეული სასტუმრო დასაქმებისა და გასაღების მთავარი წყარო იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა, პრეზიდენტ ტრამპსა და მის პარტნიორებს საკითხის დროული გადაჭრისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სტატიები