კრწანისის რაიონში სამი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

Construction News

კრწანისის რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ 1000 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერის მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 210,000 ლარია გამოყოფილი.

რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო ფონიჭალაშიც. რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერი 3,070 კვ.მ-ზე განთავსდება და მის შიდა პერიმეტრზე საბავშვო ზონა მოეწყობა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.

საბავშვო გასართობი სივრცე ეწყობა ორთაჭალის ქუჩის N77-ის მიმდებარედაც. ამ დროისთვის, საბავშვო ზონის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები