კოჯორში ტურისტული ატრაქცია “სადილი ცაში“ გაიხსნა

Construction News

კოჯორში, ბიოლის ცენტრში ტურისტული ატრაქცია “სადილი ცაში“ (Dinner in the Sky Georgia) გაიხსნა. საქართველო მსოფლიოში რიგით 71-ე ქვეყანაა, სადაც მსგავსი ატრაქცია იფუნქციონირებს.

პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ. რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.

ცნობისთვის – “სადილი ცაში“ კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

მსგავსი სტატიები