კოჯორში გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად საყრდენი კედელი შენდება

Construction News

კოჯორში, სკოლის ქუჩაზე, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება.

პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ახალი კიბე, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.

გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში სამი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, სკოლის ქუჩაზე კედლის მშენებლობა კი თვის ბოლოს დასრულდება.

კედლის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანასებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 137,593 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები