კოსტავას ქუჩაზე ავტოფარეხების ადგილას 293,661 ლარის ღირებულების სკვერი მოეწყო

Construction News

თბილისში კოსტავას ქ. N71-ში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 293,661 ლარს შეადგენს.

ტერიტორიაზე ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, გამწვანებული ტერიტორია მოეწყო.

პროექტის შედეგად, 2,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და LED განათების სისტემა განთავსდა. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია ცოცხალი ღობით შემოისაზღვრა. რეაბილიტაციის ფარგლებში, 16 სახეობის 800-მდე მცენარე დაირგო.

მსგავსი სტატიები