თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიანი ობიექტიდან მომუშავე ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მუშაკი, მაღალ სართულზე სამუშაოს შესრულების დროს ჩამოვარდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.