კოპენჰაგენში ახალი ხელოვნური კუნძულის გაშენებას გეგმავენ

Construction News

დანიაში, დედაქალაქის გაფართოების მიზნით ახალი ხელოვნური კუნძულის გაშენებას გეგმავენ. პროექტზე, რომელიც კოპენჰაგენის ტერიტორიას 2%-ით გააფართოვებს, დანიური საინჟინრო კომპანიები “Cowi” და “Rambøll” მუშაობენ.

“Cowi”-სთან ადგილობრივმა მთავრობამ ტექნიკური კონსულტაციის მხარდაჭერის მიზნით $2,2 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ხოლო კომპანია “Rambøll” $451-ათასიანი კონტრაქტის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებას განახორციელებს.

ახალ კუნძულზე სახელწოდებით “Lynetteholmen” დამატებით 35,000 ადამიანი შეძლებს ცხოვრებას. სამშენებლო სამუშაოები 2035 წელს დაიწყება.

დანიის ისტორიული პროექტი მიზნად, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს. კუნძულის მოწყობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ტერიტორია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ზღვის დონის მატების დარეგულირებას.

მსგავსი სტატიები