კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

Construction News

მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება.

მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა.

„ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ჩვენ ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით დაახლოებით, 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები