კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული მიმართულებით 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ქალაქის მთავრობა მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
კახა კალაძის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იღებენ ვალდებულებას, რომ 200-მდე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილონ. მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი გრძელდება და აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.