კონკურსის, სახელწოდებით ”სუფთა რეგიონი”, გამარჯვებული წელს კახეთი გახდა.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, ამავე კონკურსის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული რეგიონებიც გამოავლინა. ესენია:
ნომინაცია- „სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი;
ნომინაცია – „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ნომინაცია – „სუფთა სოფელი“ – სოფ. ჭორვილა (საჩხერე);
ნომინაცია – „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი);
ნომინაცია – „ლამაზი ეზო“ – 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო”- აკაკი გედენიძე (ხონის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” -ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო”- ღვინის კომპანია GWS (თელავი).
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ტარდება პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.