კომფორტული ურბანული გარემოს პროექტების ფინალური კონკურსისთვის ქალაქ ტიუმენში ემზადებიან

Construction News

28 თებერვალს, ქალაქ ტიუმენში, კომფორტული ურბანული გარემოს პროექტების  ფინალური კონკურსი გაიმართება.

კონკურსი მიზნად ისახავს რუსეთის პატარა ქალაქებსა და ისტორიულ დასახლებებში, კომფორტული ურბანული გარემოს შექმნას. გამარჯვებული 80 პროექტი,  30-დან 100 მილიონ რუბლამდე მოცულობის სუბსიდიებს მიიღებს.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთის სამშენებლო სამინისტროში 300 განაცხადი შევიდა, საიდანაც ტექნიკური ექსპერტიზა 286-მა პროექტმა გაიარა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 155 პროექტი დამტკიცდა.

ექსპერტების განცხადებით, 2020 წლის პროექტებში არქიტექტურული გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლება შეინიშნება. საკონკურსო პროექტებში ძირითადად ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, ასევე ისტორიული ქალაქთმშენებლობის იერსახისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირის ტენდენცია გამოიკვეთა. აგრეთვე მაღალია საზოგადოების ჩართულობა პროექტების შემუშავების პროცესში.

ფინალური კონკურსი  “მცირე ქალაქებისა და ისტორიული დასახლებების” ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ფორუმზე, 2020 წლის კონკურსის შედეგები განიხილება, კერძოდ: საზოგადოების ჩართულობა ურბანული გარემოს ტრანსფორმაციაში, არქიტექტურული გადაწყვეტილებების გავლენა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მონაცემების გამოყენება ურბანული გარემოს დაგეგმვისას, ასევე ტერიტორიის რედეველოპმენტი და ურბანული გარემოს განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

გამარჯვებულთა გამოვლინებისა და დაჯილდოვების პირდაპირი ტრანსლაცია, რუსეთის მშენებლობის სამინისტროსა  და კონკურსის ოფიცილური ვებრგვერდის (konkurs.gorodsreda.ru) მეშვეობით განხორციელდება.

მსგავსი სტატიები