კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

Construction News

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამშენებლო  კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია „Mჯგუფი“, რომელმაც „სვეტის“ მშენებლობები გადაიბარა, დღეს მირცხულავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესს იწყებს.

დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც „M2 ჯგუფი“ განახორციელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მინდა, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში. მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ამ დიდ პრობლემას ვერ მოაგვარებდა. პროცესში ჩართული იყო სახელმწიფოს სხვადასხვა უწყება: იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა. ყველას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ათასობით ადამიანის გახარებისთვის. ჩვენ ანალოგიური პრობლემა გვაქვს „ცენტ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მჯერა, რომ ვისაც თანხა აქვს გადახდილი და ვინც საცხოვრებელ ბინებს რამდენიმე ათეული წელია ელოდება, სიხარულს მათ ოჯახებშიც დავაბრუნებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები