კოლუმბიაში თერმოგამტარი ბლოკი შეიმუშავეს

Modern Roofing

კოლუმბიელმა არქიტექტორებმა თერმოგამტარი კერამიკის ბლოკი (BT) შეიმუშავეს. ბლოკის არასტანდარტული შიგთავსი სექციებად არის დაყოფილი, რაც ვენტილაციას უზრუნველყოფს.

თერმოგამტარი ბლოკი აკუმულირებულ ტემპერატურას სწრაფად ფანტავს და შენობას აგრილებს. Archdaily-ს ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ტრადიციული თიხის ბლოკების გამოყენების მსგავსად მიმდინარეობს, მთავარი სიახლე კი მისი თვისება და ინოვაციური​ დიზაინია.

როგორც წესი, თერმული დისკომფორტის შემცირება შენობაში ტემპერატურის სარეგულაციო მოწყობილობის დამონტაჟებას საჭიროებს. თერმოგამტარი ბლოკის გამოყენება კი დამატებითი ხარჯებისა და რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, არასტანდარტული ფორმების გამო, ბლოკებს ხმის არეკვლის ფუნქციაც აქვთ, რაც შენობაში ხმაურს შეამცირებს.

BT ბლოკები არქიტექტორებს დიზაინის მრავალფეროვნად გადაწყვეტის საშუალებას აძლევს. ბლოკების განლაგების მინიმუმ 6 სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

მსგავსი სტატიები