“კნაუფის” ხმის საიზოლაციო და ხანძარმედეგი სისტემები

Modern Roofing

ნებისმიერი შენობა-ნაგებობის პროექტირებისა და აშენებისას, არქიტექტორებისა და ინჟინრების წინაშე დგას ხმაურის შემცირებისა და სახანძრო უსაფრთხოების ამოცანა. სამუშაო სივრცე თუ საცხოვრებელი ფართი, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ადამიანებს შეეძლოთ მშვიდად და უსაფრთხოდ მუშაობა და ცხოვრება. შენობაში რომ მივაღწიოთ ამ შედეგს, ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სამშენებლო მასალები არის საჭირო. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მუდამ ზრუნავენ გარემოს განვითარებაზე და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებენ.

გერმანული კომპანია “კნაუფი” განთქმულია თაბაშირმუყაოს ფილების წარმოებით, თუმცა მის მიერ წარმოებული სამშენებლო მასალების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მსოფლიოს ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ხმის იზოლაცია

აკუსტიკაში არჩევენ ხმის იზოლაციასა და ხმის აბსორბციას, ანუ შთანთქმას. შენობა-ნაგებობაში ხმის იზოლაცია საჭიროა მაშინ, როცა ოთახებს შორის ხმის ჩახშობა უნდა მოხდეს, ხოლო აბსორბცია კი მაშინ, როდესაც ოთახში შიგნით არსებული ზედმეტი ხმის ჟღერადობა, ექო უნდა გაქრეს.

„კნაუფის“ თაბაშირ-მუყაოს კედლის სისტემა ქმნის კარგ საიზოლაციო შრეს, რომელიც მომიჯნავე საცხოვრებელი ან სამუშაო ფართიდან მომდინარე ხმაურს ორჯერ უფრო ამცირებს, ვიდრე ტრადიციული ბლოკით აშენებული კედლის სისტემა.

შედარებისთვის რომ ავიღოთ 10-სანტიმეტრიანი ბლოკის  კედელი, რომელიც ორივე მხრიდან გალესილია, მისი ხმის შეკავების კოეფიციენტი იქნება 35 დეციბელი. „კნაუფის“ 10- სანტიმეტრიანი კედელი კი, რომელიც 5 სანტიმეტრიანი პროფილისგან, 5 სანტიმეტრიანი ბამბისა და ორივე მხრიდან ორ-ორი თაბაშირ-მუყაოსგან შედგება, იჭერს 52 დეციბელს. ტრადიციულ კედელს იგივე დეციბელები რომ ჰქონდეს, რაც „კნაუფის“ 10 სანტიმეტრიან კედელს, მაშინ ის უნდა იყოს 25-26 სანტიმეტრი სისქეში, თუმცა ამ შემთხვევაში ფართობი იკარგება, ასევე მძიმდება შენობა. ტრადიციული 10 სანტიმტრიანი 1 კვ.მ კედელი 300 კილომდე იწონის, “კნაუფის” კედელი კი 50 კილომდეც არ ადის. შესაბამისად, სეისმურადაც ტრადიციული კედელი სახიფათოა, “კნაუფის” კი არა. ჩვენთან გარე კედლის 95% აგურით შენდება, შედგენილი კედელი მხოლოდ 5%-ია, ამერიკაში კი 99%“, – აცხადებს „კნაუფის“ გენერალური დირექტორი საქართველოში, გიორგი ჯაფარიძე.

რაც შეეხება „კნაუფის“ ბგერათშთანმთქმელ აკუსტიკურ ჭერს, მას დეკორატიული დანიშნულებაც გააჩნია. მის ფილებს სხვადასხვა ფორმის ნახვრეტები აქვთ, რაც ესთეტიკურ სილამაზეს ქმნის.

ნახვრეტების ზომასა და დაშორებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აბსორბირებს „კნაუფის“ ჭერის ფილა ხმას. საუბრისას ხმის ტალღა ეჯახება კედელს და მერე ადის ზევით, სადაც მას „კნაუფი”-ს ჭერი შთანთქავს და არ ჩამოდის ქვემოთ. შესაბამისად, მარტივად მივიღებთ აბსორბირებულ ხმას, რომელსაც ექოს გარეშე შევიგძნობთ“, – აღნიშნავს გიორგი ჯაფარიძე.

გარდა იმისა, რომ „კნაუფი”-ს თაბაშირ-მუყაოს კედელი ხასიათდება ხმის იზოლაციის კარგი უნარით, ის სეისმურადაც ბევრად უსაფრთხოა, რადგან კედლის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მიწისძვრის დროს მოძრაობს და არ ინგრევა, თუ ის სწორად არის გაკეთებული.

ხანძარმედეგობა

სახანძრო უსაფრთხოება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შენობა-ნაგებობაში, არასწორად შერჩეული მასალა კი დიდ რისკებს ქმნის და სავალალო შედეგებსაც აყენებს.

„კნაუფის“ ხანძარმედეგი ჭერი კლასების მიხედვით იყოფა და ცეცხლს უძლებს 30 წუთიდან ორ საათამდე. ყველაფერი შედარებითია, ამიტომ მაგალითი უნდა განვიხილოთ, რომ გავარკვიოთ რაში მდგომარეობს უპირატესობა:

ბლოკის კედელი ხანძრის შემდეგ შეიძლება არ დაინგრეს, მაგრამ ცეცხლი მის შიდა სტრუქტურას არღვევს, შესაბამისად, ყველა სამშენებლო წესით, უნდა დაანგრიონ და თავიდან ააშენონ.  იმ შემთხვევაში კი, როდესაც ბლოკით აშენებული კედელი ხანძრის დროს ინგრევა, მან შესაძლოა ადამიანები დააზიანოს. ჩვენს შემთხვევაში კი, ნახევარ საათში „კნაუფის“ კედელი 100 გრადუსზე გახურდება, 45 წუთში შიგნით ბამბა დაიწყებს გაქრობას, დადნობას და ბოლოს, კედელიც დაიწვება, თუმცა არავის არ დააზიანებს ნგრევის შედეგად“, – განმარტავს „კნაუფის“ გენერალური დირექტორი საქართველოში.

„კნაუფს“ ასევე აქვს ცეცხლგამძლე ფილა, რომელიც საერთოდ არ იწვის და სტრუქტურაც არ იშლება. ფილის გულარი არმირებულია მინის ბოჭკოებისგან და გარედან სპეციალური მინაქსოვილითაა დაფარული. სპეციალისტების განმარტებით, ხანძრის დროს 25-მილიმეტრიანი სისქის ფილებს გარედან  ხელი რომ  დაადოთ, სიმხურვალეს ვერც იგრძნობთ. მსგავსი ფილა საქართველოში პირველად თბილისის აეროპორტის კოშკურაში გამოიყენეს, შემდგომ კი ქუთაისის აეროპორტში. ამჟამად მას სხვადასხვა ელიტარული სასტუმრო და სავაჭრო ცენტრიც იყენებს.

თაბაშირმუყაო და მსგავსი ფილები, ამერიკის სამშენებლო ბაზრის 90% პროცენტს მოიცავს.  მსოფლიოს ამ მოწინავე ქვეყანაში კედლებს ბლოკითა და აგურით თითქმის საერთოდ არ აშენებენ. დღეს დღეობით საქართველოს სამშენებლო სექტორი, ჯერ კიდევ მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს მშენებლობაში, თუნდაც მაგალითად ბლოკის კედელი, რომელიც განვითარებული ქვეყნებისთვის გასული საუკუნის სამშენებლო ისტორიას, უკვე დიდი ხანია ჩაბარდა.

სამშენებლო ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები