კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ლონდონში მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა

Construction News

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით ლონდონში მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა. The Independent-ის ინფორმაციით, მასში დედები თავიანთ შვილებთან ერთად მონაწილეობდნენ.

ბრიტანეთის დედაქალაქში გარემოს დამცველმა აქტივისტებმა დემონსტრაციაზე 11 წლის ბავშვებიც გამოიყვანეს, რაც 2030 წლამდე დარჩენილი 11 წლის სიმბოლოა. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დედამიწას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.

აქცია ეძღვნებოდა გაეროს ბოლო ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში არსებული 8 მილიონამდე ბიოლოგიური სახეობიდან მილიონზე მეტს ადამიანის ზემოქმედების გამო გადაშენება ემუქრება.

აქციის მონაწილეები პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესმენებსაც მოუწოდებდნენ, რომ შეწყვიტონ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც გარემოს ზიანს აყენებს.

მსგავსი სტატიები