აქტივისტები ლონდონში ჰიტროუს აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ

Construction News

კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტები ჰიტროუს აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ.

აეროპორტში ფრენების შეფერხებას დრონების საშუალებით ეცდებიან. აღნიშნული აქტივობა 18 ივნისიდან დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. ამ ხერხით აქტივისტები ეცდებიან ჰიტროუს აეროპორტის გაფართოვება შეაჩერონ.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰიტროუს აეროპორტის გაფართოვებას გასულ წელს დაუჭირა მხარი, რამაც გარემოს დამცველების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში აქციებს მაისში, ერთი კვირის განმავლობაში მართავდნენ. მათი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება იყო, რაც აქტივისტების განცხადებით, გარემოს დაბინძურებას იწვევს. აქციების პერიოდში, ლონდონში ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა.

მსგავსი სტატიები