კინოთეატრების მშენებლობაზე საუდის არაბეთში $500 მილიონი დაიხარჯება

Construction News

“ვოქს სინემა” ( Vox Cinemas) საუდის არაბეთში კინოთეატრების მშენებლობაზე $500 მილიონს დახარჯავს.

პროექტის კონცეფცია საოჯახო კინოთეატრების მშენებლობას გულისხმობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კინოთეატრები ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული ცენტრების მშენებლობას, მათ შორის კვების ობიექტების, ბოულინგის დარბაზების და ა.შ.

“ვოქს სინემა” ასევე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით წელიწადში საშუალოდ 150 ეკრანის დამატებას. 2023 წლისთვის კი საუდის არაბეთის კინოთეატრებში 600-მდე ახალი ეკრანი დამონტაჟდება.

მსგავსი სტატიები