კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისთვის 4,722,237 ლარი დაიხარჯება

Construction News

თბილისში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 4,722,237 ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71,313 კვადრატული მეტრია, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი განთავსდება. ასევე, მოეწყობა სარბენი და ველობილიკები.

პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 850-მდე მცენარე დაირგვება. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

მსგავსი სტატიები