კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისთვის 4,722,237 ლარი დაიხარჯება

Construction News

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,722,237 ლარს შეადგენს.

პარკის ფართობი 71,313 კვადრატული მეტრია და ტერიტორიაზე საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი მოეწყობა. გარდა ამისა, იგეგმება ე.წ. მშრალი ტიპის შადრევნის დამონტაჟებაც.

პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე.

მსგავსი სტატიები