კიევის მცხოვრებმა მზის პანელები აივანზე დაამონტაჟა

Modern Roofing

კიევში, ზაკრევსკის ქუჩაზე მცხოვრებმა კონსტანტინ სუშინიოვმა გადაწყვიტა აღარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური და მზის პანელები ოროთახიანი ბინის აივანზე დაამონტაჟა.

იგი აცხადებს, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია სავსებით საკმარისია საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და წყლის გამაცხელებლისთვის.

მას უკვე 4 მზის პანელი აქვს აივანზე დამონტაჟებული და მეხუთეს დამატებას გეგმავს. მისი თქმით, ამ გზით იგი ყოველთვიურად 400 გრივნას ეკონომიას აკეთებს (10 უკრაინული გრივნა = 1.1 ლარი).

აქვე აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ელექტრო ენერგიასთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული და შემოსავალს ძირითადად საიტების დამზადებით იღებს.

ინფორმაციას Building-tech ავრცელებს.

მსგავსი სტატიები