კენსინგტონის ბაღში, გალერეა სერპანტინში საზაფხულო პავილიონი გაიხსნა

Construction News

ლონდონის კენსინგტონის ბაღში, გალერეა სერპანტინში საზაფხულო პავილიონი გაიხსნა.

პავილიონი, იაპონელი არქიტექტორის ჯუნია იშიგამის მიერ არის დაპროექტებული. იშიგამი ცნობილია თავისი ექსპერიმენტული კონსტრუქციებით და იგი სპეციალურად “Serpentine Pavilion 2019”-ის პროექტირებისთვის აირჩიეს.

იშიგამის საზაფხულო პავილიონს, მისი უნიკალური გადახურვა გამოარჩევს – სახურავი ბრტყელი ქვებისგან შედგება და თითქოს მიწიდან ამოდის. პავილიონის შიდა სივრცე კი, გამოქვაბულის ასოციაციას ტოვებს.

იშიგამისთვის პავილიონის დიზაინი “თავისუფალი სივრცის” ფილოსოფიის თავისებურ ფორმულირებას ახდენს, სადაც ის ჰარმონიას ეძებს ხელოვნურ სტრუქტურასა და ბუნებას შორის.

სერპენტინის ყოველწლიური არექიტექტურული კომისია, ექსპერიმენტული არქიტექტურის გლობალური პლატფორმაა. უნიკალური კონსტრუქციები, აქ ყოველწლიურად შენდება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად კი, არქიტექტორს დიდ ბრიტანეთში არ უნდა ჰქონდეს პროექტი განხორციელებული.

ქვემოთ იხილეთ გასულ წლებში შექმნილი, სერპანტინის უნიკალური პავილიონები:

Serpentine Pavilion 2018  – Designed by Frida Escobedo

Serpentine Pavilion 2017 – Designed by Francis Kéré

Serpentine Pavilion  2016 – Designed by Bjarke Ingels

Serpentine Pavilion 2000 – Designed by Zaha Hadid

სერპანტინის პირველი პავილიონი 2000 წელს, ზაჰა ჰადიდის მიერ არის შემუშავებული.

მსგავსი სტატიები