კახეთში 4,500,000 ლარი ღირებულების ახალი სასტუმრო აშენდა

Construction News

სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ მხარდაჭერით, თელავში ახალი სასტუმრო აშენდა. სასტუმრო „შუხმან როიალ ისთეით “- ის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,500,000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ სასტუმროში სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი. სასტუმროში ასევე განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი

48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო 2019 წლის ზაფხულში, თელავში, სოფელ კისისხევში გაიხსნება.

მსგავსი სტატიები