ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ხანძრის შედეგად 71 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი სოფლის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტების საყარაულო ჯიხურში გაჩნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული. ობიექტზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადურებას ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.