კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 10,357,000 ლარი დაიხარჯება

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით 70,000 კვ. მეტრზე დაიგება.  სამუშაოების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 10,357,000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები