კაცხის სვეტის მიმდებარედ 1,806,160.20 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1,806,160.20 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს კაცხის სვეტთან მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის მოწყობა, გალავნის რეაბილიტაცია და წყალ-კანალიზაციის ქსელისა და მიმდებარე ეზოს კეთილმოწყობა.

კაცხის სვეტის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მიმდებარე სოფლისთვის (ხარატიშვილების დასახლება, 20 ოჯახი) სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და წყლის მიწოდება.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად იქნება ადაპტირებული.

მსგავსი სტატიები