ბრაზილიაში, შტატ მინას-ჟერაისში კაშხლის გარღვევის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 276 ადამიანი ითვლება. 42 ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.
ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა, რის შედეგად ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.