კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

Construction News

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 279 ადამიანი ითვლება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 58 დაღუპულისა და 305 დაკარგულის შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 31 ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში კაშხალი 25 იანვრის დილით გაირღვა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მასში მოხალისეებიც მონაწილეობენ.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები