კაშხლის გარღვევის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა და 305 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 37 დაღუპულისა და 280 დაკარგულის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მაშველებმა ტალახის ქვეშ ავტობუსი აღმოაჩინეს.

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში კაშხალი 25 იანვრის დილით გაირღვა და ტალახის ნაკადი კომპანია Vale-ს ადმინისტრაციულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

ria.ru

მსგავსი სტატიები