კატარში $150 მილიარდის ღირებულების პროექტებია დაგეგმილი

Construction News

ახალი ანგარიშის თანახმად, კატარში დაახლოებით 1,000-ზე მეტი მსხვილი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ჯამში 150 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით.

ამ პროექტების უმსხვილესი წილი მილსადენის მშენებლობას უჭირავს – $80 მილიარდამდე ღირებულებით, ხოლო მეორე ადგილზე სატრანპორტო სექტორი მოდის, $55 მილიარდით.

უმსხვილეს მიმდინარე სამშენებლო პროექტებს შორისაა “Hamad”-ის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოვება, “Lusail Plaza”-ს ცათამბჯენების მშენებლობა და ასევე “Doha”-ს მეტროს ხაზის მშენებლობა.

ბოლო წლებში მთავრობის ყურადღება სპორტული, სატრანსპორტო და  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.

მთავრობა ასევე ცდილობს მოახდინოს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც კულტურული დანიშნულების ადგილი, მუზეუმებსა და ღია საზოგადოებრივ სივრცეებში ინვესტირების გზით.

კვლევის თანახმად, 2018 წელს გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულებების ღირებულებით, კატარმა მესამე ადგილი დაიკავა “GCC”-ის (Gulf Cooperation Council) ქვეყნებს შორის. მას წინ უსწრებს საუდის არაბეთი და გაერთიანებული საამიროები.

“MEED”-ის მიერ შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გამოფენა “Construct Qatar”-ზე განხორციელდა.

მსგავსი სტატიები