კასპში ცემენტის განახლებული ქარხნა გაიხსნა

Construction News

კასპში ცემენტის განახლებული ქარხნა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომპანიის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ ინფორმაციით, კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. განხორციელდა ქარხნის სრული მოდერნიზაცია და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

პროექტი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა“ და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

1tv.ge

მსგავსი სტატიები