კასპის მუნიციპალიტეტში 71 მილიონად წყალსაცავი აშენდება

Construction News

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, თეძამის წყალსაცავით 22 სოფლის 9,700 მოსახლე ისარგებლებს.

“დღეს ვიწყებთ ისტორიულ პროექტს – მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც მოამარაგებს წყლით ჩვენს 10 ათასამდე მოქალაქეს და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ 7,000 ჰექტარი მოვრწყათ შიდა ქართლში, იმ მიწებზე, რომელიც, ფაქტობრივად, გამოუყენებელია მოქალაქეების მიერ. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს კასპის რაიონში.

პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა, რათა მას ჰქონდეს მინიმალური გავლენა უნიკალურ ეკოსისტემაზე. პროექტში ჩვენ განვახორციელებთ 71 მილიონი ლარის ინვესტიციას და დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სასმელი წყლით მომარაგდება 5 სოფელი, მოეწყობა ჰიდროელექტროსადგური და ტურისტულ-რეკრეაციული ზონა.

მსგავსი სტატიები