კანზას-სიტის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობაზე $1.5 მილიარდი დაიხარჯება. საერთაშორისო აეროპორტი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს.
ახალი ტერმინალის მშენებლობა კანზას-სიტის ისტორიაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ტერმინალი ერთ მილიონ კვადრატულ ფუტ ტერიტორიას დაიკავებს და 39 გასასვლელი ექნება.
worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, ახალი ტერმინალი განახლებული ტექნოლოგიებით დაკომპლექტდება. ტერმინალში ასევე 6,300 დახურული ტიპის საპარკინგე სივრცე მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება. კანზას-სიტის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი 2023 წლისთვის გაიხსნება.