კანადელი კონსტრუქტორები მსოფლიოს უმაღლესი ხის შენობის აგებას ვანკუვერში გეგმავენ

Construction News

კანადური დეველოპერული კომპანია Delta Land Corporation ვანკუვერში მსოფლიოს უმაღლესი ხის შენობის აგებას გეგმავს. შენობის დიზაინზე ამერიკელი არქიტექტორები იმუშავებენ.

ვანკუვერის ცენტრალურ ნაწილში სამშენებლო მოედანი 1.3 აკრს (5,261 კვ.მ) დაიკავებს. შენობა 35-40 სართულიანი იქნება და მისი სავარაუდო ფართობი 339,300 კვადრატული ფუტი (31,522 კვ.მ) იქნება. შენობაში 200-მდე აპარტამენტი განთავსდება, მათ შორის იქნება როგორც საოფისე, ასევე სავაჭრო ზონა.

მშენებლობისთვის სხვადასხვა ტიპის ხის მასალას გამოიყენებენ, თუმცა დიზაინი ხის გარდა ბეტონის ლიფტსა და შემინულ ინტერიერსაც ითვალისწინებს. შენობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა გამწვანებას დაეთმობა. ყოველ მესამე სართულზე განთავსებული იქნება შიდა ბაღი, რომლისთვისაც ლანდშაფტის დიზაინერთა ჯგუფი იმუშავებს.

მსგავსი სტატიები