კანადაში ხის ცათამბჯენი რეკორდულ დროში – 70 დღეში ააშენეს

Construction News

53 მეტრი სიმაღლის შენობა “Brock Commons” არქიტექტურულმა კომპანია “Acton Ostry”-მ დააპროექტა და ააშენა.

ხის მასალა რაც ობიექტზე დაიხარჯა, ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეებშია მოპოვებული.

პროექტის მშენებლობა 70 დღე გაგრძელდა (ვადა არ მოიცავს შიდა სამუშაოებს). აღნიშნული შენობა 400 ადამიანზე გათვლილი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელია.

ამ დროისთვის შენობა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული და სტუდენტებიც შესახლებული არიან.

პროექტის ბიუჯეტი $51,5 მილიონს შეადგენს.

მსგავსი სტატიები