კანადაში ხის შენობების სიმაღლის ლიმიტი 2-ჯერ გაზარდეს

Construction News

კანადური პრესის ინფორმაციით, ხის შენობების სიმაღლის მარეგულირებელი სამშენებლო კოდის ცვლილების შედეგად, სამშენებლო კომპანიებს ხის 12-სართულიანი კონსტრუქციების აშენების საშუალება ექნებათ, რაც მანამდე არსებულ 6 სართულიან ლიმიტს ორჯერ აღემატება. პრემიერ ჯონ ჰორგანის თქმით, სამშენებლო კოდის ცვლილება მოსალოდნელზე 1 წლით ადრე განხორციელდა.

ჰორგანმა ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება სატყეო პროდუქციის მწარმოებლებთა და სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრისას გააკეთა. მათ შორის იყო “სატყეო კორპორაცია”, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ხის ნაგებობების მშენებლობის ყველაზე მსხვილი კომპანიაა.

„სატყეო კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჰარდი ვენცელი აღნიშნავს, რომ ცვლილებები მის კომპანიას როგორც სამშენებლო, ასევე დიზაინის მიმართულებით ინოვაციების დანერგავში დაეხმარება, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის სატყეო მეურნეობაში.

ვენცელის თქმით, მათ მიერ აგებული შენობები ხანძარმედეგი და ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო კანადის ხელისუფლების ნაბიჯი მშენებლობებში  სატყეო პროდუქციის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

მსგავსი სტატიები