კანადაში, ბოლო 19 თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ქვეყნის სამშენებლო სექტორის გაძლიერებაზე მიუთითებს.
კანადის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ დეკემბერში ნებართვების რიცხვმა 6%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები, მატების მხოლოდ 1%-იან მაჩვენებელს ვარაუდობდნენ. მსგავსი ტიპის ზრდა ბოლოს 2017 წლის მაისში აღინიშნებოდა, ამჯერად კი ნებართვების ღირებულებამ 6.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
უჩვეულო ტენდენცია შეინიშნება საცხოვრებელი შენობების მიმართულებით: ბინადრობაზე გაცემული ნებართვები 4.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად მრავალბინიანი შენობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 11.1% ზრდამ განაპირობა, 3.3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულებით, ხოლო ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ნებართვებზე 5.4% შემცირება ფიქსირდება.
ასევე იზრდება კომერციულ და ინდუსტრიულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა. მხოლოდ დეკემბრის თვეში 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წლიურად ზრდის მაჩვენებელი 8.9%-ია, რაც 3.5 მილიარდ კანადურ დოლარს შეადგენს.
ქვეყნის რეგიონების მიხედვით, სამშენებლო ნებართვების ყველაზე მეტი ზრდა ვანკუვერში დაფიქსირდა 26.3%, რაც 1.4 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულებას წარმოადგენს, ასევე აღსანიშნავია ტორონტოს 3.5%-იანი მატებაც.
bloomberg.com