კამბოჯაში 7 სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა

Construction News

კამბოჯაში, ქალაქ სიანუკვილში 7 სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა – 3 ადამიანი დაღუპულია, ხოლო რამდენიმე მუშაკი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

სამივე დაღუპული ადგილობრივი მცხოვრებია – 2 მუშა და 1 თარჯიმანი.

დაკარგულების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა რეგიონის გუბერნატორის განცხადებით 20 ადამიანი უკვე გადაარჩინეს, ხოლო ამ ტიპის მშენებლობებზე დაახლოებით ჯამში 50 ადამიანი მუშაობს.

ჩვენ რამდენიმე ადამიანი უკვე ამოვიყვანეთ და კიდევ ვხედავთ რამდენიმეს ნანგრევებში” – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.

მშენებარე ობიექტი ჩინურ კომპანიას ეკუთვნოდა. პოლიციის განცხადებით, ინციდენტის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ჩინელი ქალბატონი უკვე დაკავებულია დაკითხვის მიზნით.

სიანუკვილი არის სანაპირო ქალაქი კამბოჯაში, რომელსაც თითქმის უწყვეტი სანაპირო ზოლი ეკვრის გარს და ასევე, ესაზღვრება “რემის ეროვნული პარკი” (Ream National Park). ბოლო წლებში სიანუკვილი, ჩინური სასტურმოებისა და კაზინოების მშენებლობამ მოიცვა – აქტიური მშენებლობების შედეგად ტერიტრია საგრძნობლად შეიცვალა. ახალი შენობები ძირითადად ჩინელი ტურისტების მომსახურებისთვის შენდება.

ცნობილია რომ კამბოჯაში არ მოქმედებს კანონი შრომის შესახებ, რომელიც დააზღვევდა უსაფრთხოების რისკებს სამშენებლო მოედანზე.

მუშაკების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მუდმივი საფრთხის ქვეშ არის სამშენებლო მოედნებზე”, – ხაზგასმით აღნიშნავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსგავსი სტატიები