კამბოჯაში აზარტული თამაშების კომპანია “NagaCorp” $3,5 მილიარდიან კაზინოს ააშენებს

Construction News

აზარტული თამაშების ყველაზე მსხვილი კომპანია “NagaCorp” კამბოჯაში ახალი კაზინოს ასაშენებლად 3,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. კაზინო პნომპენში აშენდება და მისი ფართობი 4.8 მილიონი კვადრატული ფუტი (445,934 კვ.მ) იქნება. კომპლექსს 45 და 66-სართულიანი კოშკები ექნება.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, კაზინოს ამჟამინდელი შენობა 2003 წელს ააგეს და მას Naga 2-ის ნაგებობა 2017 წელს დაემატა. ამ დროისთვის კომპლექსის ფართობი  1 მილიონი კვადრატული ფუტია. ტერიტორია მოიცავს სასტუმროს 700 ნომერს და 1,500-მდე სათამაშო მოწყობილობას. კაზინოს სამუშაო ლიცენზია 2065 წლამდე აქვს და მისი შემოსავალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 53%-ით გაიზარდა.

მსგავსი სტატიები