კალიფორნიის უნივერსიტეტის მრავალფუნქციური აკადემიური სივრცის განვითარებისთვის $450 მილიონი დაიხარჯება

Construction News

კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მრავალფუნქციური აკადემიური სივრცის განვითარებისთვის $450 მილიონი დაიხარჯება.

აკადემიური სივრცე სან-ფრანცისკოს ცენტრში მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები ორი ფაზისგან შედგება. პროექტის მიხედვით 900-ზე მეტი ერთეულის მქონე კამპუსები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის აშენდება.

პირველი ფაზა გულისხმობს, კამპუსის მშენებლობას, რომელსაც 630 ახალი საცხოვრებელი ერთეული ექნება. მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მეორე ეტაპი მოიცავს ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას და მრავალფუნქციური 300 ერთეულის მქონე კამპუსის მშენებლობას, სადაც ფიტნეს ცენტრი, საჯარო სივრცე და ახალი აუდიტორია განთავსდება. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

უნივერსიტეტის წარმომადგენელის თქმით, ახალი ინოვაციური კამპუსები სამართლის, მედიცინისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის აშენდება.

მსგავსი სტატიები