კალიფორნიაში Disney-ს ახალი პარკის მშენებლობა დასრულდა

Construction News

Disney კიდევ ერთ გასართობ პარკს ხსნის.“Star Wars“-ის თემატური პარკის “Galaxy’s Edge” მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

პარკი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰეიმში მდებარეობს და მისი ფართობი 14 აკრია. (56,658 კვადრატული მეტრი). დამთვალიერებლებს მისი ნახვა 31 მაისიდან შეეძლებათ.

კომპლექსი გასართობ პარკს, სასტუმროებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. პროექტზე Disney 2012 წლიდან მუშაობს. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანია ახალ პარკში დამატებით 1,400 ადამიანს დაასაქმებს.

მსგავსი სტატიები