კალაძე მზადაა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჭავჭავაძეზე გუშინ შეკრებილებს შეხვდეს

Construction News

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გუშინ გამართული აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს.

“დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის N5-ში სადაც კომპანია „ტრანსმშენის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“ სამშენებლო-გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, 31 მარტს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად 2 მუშაკი დაიღუპა. ფაქტი გუშინ სამოქალაქო საზოგადოებამ გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შრომითი უფლებების დაცვას, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოოსთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას. საპროტესტო აქციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მსგავსი სტატიები