კაიროს დასახლებაში მოსახლეობამ აქცია გამართა

Construction News

დღეს დილიდან კაიროს ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

აქციის მონაწილეები ქუჩების რეაბილიტაციას მოითხოვენ. გზის გადაკეტვამ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეაფერხა, პრობლემა შეექმნა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სატრანსპორტო საშუალებების სამუშაო ხაზებზე გასვლას.

ცნობილი ხდება, რომ გასულ კვირას უკვე დასრულდა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. დაგეგმილია მოასფალტების სამუშაოების განხორციელება, ასევე სადაც საჭირო იქნება, პირველ ეტაპზე კომუნიკაციების გაყვანა დაიწყება.

მსგავსი სტატიები