“კავკასიური სახლი” წყლის რესურსების დაცვისა და პოეზიის დღეს აღნიშნავს

Construction News

21 მარტს “მსოფლიო პოეზიის დღე” გაიმართება “კავკასიურ სახლში”. ღონისძიება ორ მნიშვნელოვან თარიღს აერთიანებს.

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც დაარსა 1992 წელს გაეროს გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციამ რიო დე ჟანეიროში, რადგან მხოლოდ მოხვეჭასა და მოხმარებაზე ორიენტირებულმა ტექნოკრატიულმა ცივილიზაციამ წყალი, ჰაერი და მიწა, მცენარეები და ცხოველები, ანუ მთელი ბუნება სასიკვდილოდ დააზიანა!

21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღეა, რომელიც 1999 წელს დაარსა იუნესკომ, რითაც აღიარა პოეზიის უდიდესი მნიშვნელობა სამყაროს შემეცნებისა და ადამიანის სულიერი განვითარებისათვის.

„კავკასიურმა სახლმა“ გადაწყვიტა ორივე თარიღი საერთო ღონისძიებით აღნიშნოს: სწორედ პოეზია შეიგრძნობს ყველაზე ღრმად ბუნების საიდუმლოს, სილამაზესა და კანონზომიერებას. მდინარე, ტბა, ზოგადად წყალი ხომ ყველა დიდი პოეტის შთაგონების წყაროა.

ცნობილი პოეტები წაიკითხავენ საკუთარ და სხვა პოეტთა ლექსებს, ისაუბრებენ ბუნების მნიშვნელობაზე კულტურისათვის და იმაზე, რომ ბუნების დამახინჯება და გაპარტახება, მთელი სასიცოცხლო სივრცის განადგურების საწინდარია.

მსოფლიო პოეზიის დღე გაიმართება “კავკასიურ სახლში”  21 მარტს, 18 საათზე, მის: გალაკტიონის ქ. N20

მსგავსი სტატიები