იტალიური კომპანია ჩეჩნეთში €25 მილიონად ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს

Construction News

იტალიური კომპანია “Hafner” ჩეჩნეთში 25 მილიონი ევროს ღირებულების საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს.

რეგიონის ხელისუფლებასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, მუსლიმ ჰუჩიევის ინფორმაციით, გარდა ამისა რესპუბლიკის მასშტაბით 639 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რაც დამატებით 21 ათას ადამიანს დაასაქმებს.

მსგავსი სტატიები