იტალიელმა ინჟინრებმა ეკოლოგიური სახლი $1000-ად ააგეს

Construction News

იტალიელმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს მცირებიუჯეტიანი, ეკოლოგიური სახლის აშენება, რისთვისაც “ნიადაგით მშენებლობის” ტექნოლოგია, 3D პრინტერის მეშვეობით გადაწყვიტეს.

ერთ-ერთი პირველი ამ სფეროში არის კომპანია WASP, რომელმაც შექმნა უზარმაზარი 3D პრინტერი. ამ დანადგარს, პირდაპირი მნიშვნელობით ტალახისგან შეეძლო შენობის აგება.

პრინტერის სამუშაო დიამეტრი 6,6 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 3 მეტრს. ის სწრაფად ეწყობა, რისთვისაც სულ 2 ადამიანი და 2 საათია საჭირო. პრინტერის შემქმნელები ვარაუდობენ რომ მოთხოვნა დიდი იქნება, რადგან იგი ძალიან აიაფებს მშენებლობას და ასევე მცირე დროს მოითხოვს შენობის აგებისთვის.

სადემონსტრაციო შენობა 10 დღეში დაიბეჭდა და ჯამურმა ხარჯმა 1035 აშშ დოლარი შეადგინა. თანხა ასევე მოიცავდა კარ-ფანჯარას, იზოლაციას და განათებას.

სახლის ბეჭდვისთვის საჭირო ნედლეულით უზრუნველყოფა კომპანია RiceHouse-მა განახორციელა, რომელიც სპეციალიზირებულია გადამუშავებული ბრინჯის ნარჩენების უტილიზაციით.

შენობის ბეჭდვისთვის საჭირო ნედლეული, ძირითადად ნიადაგისა და სხვა ბუნებრივი, მცენარეული მასალებისგან შედგებოდა. მიქსერის გამოყენებით, სხვადასხვა მასალების შერევის შედეგად ერთგვაროვანი სამშენებლო მასა დამზადდა, რომელიც სამშენებლო ბეჭდვის პრინტერში გამოიყენეს და ააგეს ეკონომიური და ეკოლოგიური სახლი.

შედეგად აღიმართა ნამდვილი ეკო-სახლი, სადაც პასიური მზის გათბობა და ბუნებრივი ვენტილაცია გამოიყენება.

ინფორმაციას Building-Tech ავრცელებს.

მსგავსი სტატიები